ამერიკის მთავრობა სამუშაოდ იწვევს სამედიცინო პერსონალს და ვიზის გაცემის პირობებს აახლებს (H და J Visas). ამის შესახებ ინფორმაციას travel.state.gov-ი ავრცელებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ინფექციური დაავადებების მართვის ან COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება აქვთ და ამასთანავე გააჩნიათ სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმუშაონ, დაუყოვნებლივ მიმართონ აშშ-ს უახლოეს საელჩოს და მოითხოვონ ვიზაზე გასაუბრება",- ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, აშშ ვიზის გაცემის პირობებს აახლებს იმ უცხოელი სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უკვე შეერთებულ შტატებში არიან: J-1 ტიპის ვიზის ქონის შემთხვევაში მათი გახანგრძლივება მოხდება 1 წლიდან 7 წლამდე.
დეტალური ინფომაციისთვის გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული: