მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის იმიჯი იმსხვრევა – იაპონელი მილიარდერი

5ee3c19a51ca8
თამთა ჯიჯავაძე
13.06.20 00:10
2174
ამერიკის იმიჯი იმსხვრევა, – ამის შესახებ იაპონელმა მილიარდერმა ტადაში იანაიმ CNN-ს განუცხადა.

იანაი, რომელიც 71 წლისაა, იაპონიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ის ცნობილი ბრენდის Uniqlo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. მისი ქონება Forbes-ის მონაცემებით, $30.2 მილიარდს შეადგენს.

იანაის კომპანია აზიაში უმსხვილესი ტანსაცმლის რითეილერის Fast Retailing-ის აქციონერია.

ბოლო კვირების განმავლობაში კომპანიის ოპერირება აშშ-ის ქალაქებში – ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში მნიშვნელოვნად შეფერხდა მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო, რაც ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

"ეს აჩვენებს თუ რამდენად განადგურებულია ამერიკის სულისკვეთება. პოლიტიკური ვითარება დაუცველია. ეს არ მუშაობს. მათ სჭირდებათ უფრო ძლიერი სურვილი რომ მიმართონ პოზიტიურ სამოქალაქო ქმედებებს, როდესაც საქმე სოციალურ პრობლემებს ეხება. არასწორია, იგნორირება ამ ყველაფრის“, – განაცხადა იაპონელმა მილიარდერმა.

მისივე თქმით, რასობრივი დაპირისპირებები ცვლის წარმოდგენებს ამერიკაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები