მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძირითადად AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველ ეტაპზე შემოდის ლიმიტირებული - 29 250 დოზა Pfizer-ის, ეს იქნება ალბათ თებერვლის ბოლო დეკადაში. მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება ძირითადად AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა. ამას მოჰყვება ის ვაქცინები, რომლებიც განთავსდება COVAX-პლატფორმაზე, სადაც განთავსების პრეტენზია აქვს დღეს 5-7 ვაქცინას”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გარანტირებულად, კონტრაქტის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში უნდა შემოვიდეს 1 400 000 დოზა ვაქცინა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20%-ზე - 700 000 ადამიანზეა გათვლილი.