მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი პირველ გემს 2019 წელს მიიღებს

570e3452c562a
BM.GE
13.04.16 15:57
3082
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტექნიკურ დეტალებს ადგილზე განიხილავენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგს, პორტის მშენებელი კონსორციუმის ამერიკული პარტნიორი კომპანია „კონტი ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტს პოლ ფორსს, „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM”-ის ფინანსურ დირექტორს ზურაბ ფიჩხაიას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსთან, ზუგდიდს გამგებელთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.
 
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებელი კონსორციუმის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმიდნარე წლის ზაფხულში დაიწყება.

აქტიურ ფაზაში კი სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრიდან შევა.

პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლ ფორსმა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, რომელიც ადგილობრივი, ცეტრალური ხელისუფლების და ამერიკის სახლემწიფოს წარმოამდგენლებთან ერთად გაიმართა. თვითონ „კონტი ჯგუფის“ და კონსორციუმის წარმომადგენლები ჩამოვდივართ და ადგილზე ვეცნობით უფრო დეტალურად აქაურ გარემოს. სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამჟამად მიმდინარეობს გარემოზე ზეგავლეის შეფასების სამუშაოები, კონკრეტულად კი ჩვენი პორტი გვინდა, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად მეგობრული იყოს და ეკოპორტების სიაში მოვხვდეთ, რაც იქნება დიდი მიღწევა ჩვენთვის. ჩვენი პორტის მშენებლობა იწყება ამ წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში აქტიური სამუშაოები იგეგმება და დამთავრდება ძალიან სწრაფად.

2019 წლის ბოლოს, 2020 წლის დასაწყისში შემოვა პირველი გემი. ამ ინვესტიციას რასაც ჩვენ აქ ვახორცილებთ ექნება სამი კუთხით შეხება რეგიონზე, ეს იქნება დაბალი ტარიფები, ადგილობრივების დასაქმება და ეს იქნება ძალიან დადებითი გავლენა ადგილობრივ ბიზნესზებზე, რომლებიც სხვადასხვა კუთხით შემატებენ ამ პროექტს თავის გამოცდილებას", - აცხადებს კონტი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალ ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა.

ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები