მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალიტიკოსი: პანდემიაზე ცენტრალური ბანკების და მთავრობების პასუხი უპრეცედენტო იყო

60197fe2c013b
ლიკა გურაბანიძე
02.02.21 21:37
1046

“პანდემიის მიმართ პასუხი მსოფლიოს ცენტრალური ბანკების და მთავრობების მხრიდან უპრეცედენტო იყო, რადგან ყველა მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის დაფინანსების გაზრდა და უპრეცედენტო დონის ლიკვიდობის მიწოდება გადაწყვიტა", - ეს შეფასება Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ანა ნაჭყებიამ “საქმიან დილაში” გააკეთა.

როგორც ნაჭყებიამ განმარტა, ეკონომიკის დაფინანსების ზრდა განვითარებული ქვეყნების ფინანსურ ბაზრებს დაეხმარა, ხოლო შემდგომ განვითარებად ქვეყნებამდეც მოაღწია.

“ჩვენს რეგიონში 2020 წლის პირველ ნახევარში, მონეტარული პოლიტიკა ძირითადად შეიცვალა და გამარტივებისკენ მიემართა. ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული განაკვეთის შემცირება დაიწყეს, თუმცა წლის ბოლოს რამდენიმე ქვეყანას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია, მათ შორის თურქეთს და სომხეთს, რადგან ლოკალური ვალუტების გაუფასურება ჩვენს რეგიონში საკმაოდ მასშტაბური იყო და ინფლაციის შესაჩერებლად მათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდეს”, - განმარტა ნაჭყებიამ.

რაც შეეხება ობლიგაციების ბაზარს, ნაჭყებია აღნიშნავს, რომ საქართველოს ობლიგაციებმა გასული წლის მარტის შემდგომ შემცირება დაიწყო.

“ობლიგაციების ბაზარი ინვესტორების განწყობებს ქვეყნების მიმართ ყველაზე კარგად ასახავს. საქართველოს ობლიგაციებმა გასული წლის მარტის შემდგომ შემცირება დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა და ოქტომბერში პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდა, რაც შესაძლოა ნაწილობრივ იმით აიხსნას, რომ მარტში ობლიგაციის ვადიანობა იწურება.” - აღნიშნა ნაჭყებიამ.