მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანგელა მერკელი: გერმანია ძალიან "თხელ ყინულზე" გავლას ცდილობს

5ea180f07b313
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.20 16:00
1238
გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ძალიან რისკავს და „თხელ ყინულზე“ ცდილობს გავლას. ეს განცხადება კანცლერმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

„მართალია, გერმანიამ კარგი შედეგი აჩვენა კორონავირუსის ბრძოლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ შუალედური არამყარი შედეგია“,- განაცხადა მერკელმა დღეს პარლამენტში.

გერმანიის ფედერალური მთავრობა ახლახანს შეთანხმდა, რომ უნდა დაიწყოს სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქება, რომლებიც მიღებული იყო Covid-19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ გახსნის ნება დართო მცირე ზომის მაღაზიებს.

”მე სრულად ვუჭერ მხარს ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებას, მაგრამ შეშფოთებული ვარ მხოლოდ იმით, რომ  არ მინდა ძალიან ვიჩქაროთ“,- განაცხადა მერკელმა.

როგორც მერკელი აღნიშნვს, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, შესაძლებელია სავაჭრო ადგილებში და საფეხმავლო გზებზე მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა, რაც ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი პირობაა.

23 აპრილის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150,666 შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +18), გარდაიცვალა 5,315 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 103,300 ინფიცირებული.