Anouki-მ საბავშვო ხაზი Nicolas-ი შექმნა. როგორც დიზაინერ ანუკი არეშიძის ბრენდის Anouki-ის PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ბექა გვიშიანმა bm.ge-ს განუცხადა, საბავშვო ხაზის შექმნის იდეა კომპანიაში გასულ წელს გაჩნდა.
„ანუკის დიდი ხანია უნდოდა საბავშვო ხაზის შექმნა. მას შემდეგ რაც წარმოების გაფართოებამ უფრო მეტი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა მოგვცა და ქალის ტანსაცმლის ხაზის გარდა, ადგილი სხვა ხაზისთვისაც გამოთავისუფლდა, ცალკე კოლექცია შევქმენით - საბავშვო ხაზი, რომელიც დამოუკიდებელი ხაზი და ბრენდია“, - აღნიშნა ბექა გვიშიანმა.
მისივე თქმით, Nicolas-ის უპირატესობა ქსოვილების მაღალი ხარისხია, რომელიც სპეციალურად საფრანგეთის, ესპანეთის და იაპონიის ქარხნებიდან ჩამოაქვთ.
"ყველაფერი მზადდება საქართველოში, თუმცა, ქსოვილები შეირჩა სპეციალურად იმ ქარხნებში, რომლებიც ბუნებრივ და მაქსიმალურად კომფორტულ ქსოვილებს აწარმოებენ. რაც შეეხება ფასს, 50 ლარიდან იწყება აქსესუარების ფასი, კაბები, პერანგები 90-250 ლარამდე ღირს. ფეხსაცმელი კი 290 ლარი ღირს. ჩვენი პრიორიტეტი ქსოვილები და ხარისხია. ჩვენი ფასებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს“, - აღნიშნა Anouki-ის PR-ისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.
Nicolas-ის ხაზი სამი თვიდან სამ წლამდე ბავშვების კოლექციას აერთიანებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამომავლოდ ასაკის ზრდა იგეგმება. წელიწადში ორი კოლექცია გამოვა: შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის. პირველი კოლექცია კი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს იქნება ხელმისაწვდომი.
Nicolas-ის საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება, შემოდგომის მიწურულს კი კომპანია თბილისში მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება