მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აპექს დეველოპმენტის“ წარმოუდგენელი შეთავაზებები ბინის შეძენის მსურველებს

63a2ebcd369ef
BM.GE
21.12.22 15:12
505
10%-20%-იანი ფასდაკლება, 0%-იანი შიდა განვადება და განსაკუთრებული საჩუქრები – სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ ბინის შეძენის მსურველებს წარმოუდგენელ აქციას სთავაზობს. კომპანია ამჟამად ორ მასშტაბურ პროექტს – „აპექს ლისსა“ და „აპექს ნუცუბიძეს“ ახორციელებს. მისი ეს შეთავაზებები სწორედ ამ ორ საცხოვრებელ კომპლექსზე ვრცელდება.

თუკი ბინას „აპექს ლისზე“ შეიძენთ, გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით და ბინის ღირებულების მიხედვით, დაზოგოთ 50-128 ათას ლარამდე. ამასთან ერთად, სამი მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს პარკინგსაც, რომლის ღირებულებაც 10-15 ათასი დოლარია. მათ, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა დამატებით სამი სხვადასხვა საჩუქრიდან ერთ-ერთი მიიღონ. ესენია, საძინებლის ავეჯი „ეშლი ჰოუმსთორისგან“, სამზარეულოს სრული ტექნიკა „გრანდ ელექტრონიქსისგან“ და Xiaomi-ს ჭკვიანი სახლის მოწყობილობები Mistore-სგან.

ბინის კომპლექს „აპექს ნუცუბიძეზე“ შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებლებს შეეძლებათ ერთიანი გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. 10%-იან ფასდაკლებას კი ის მომხმარებლები მიიღებენ, რომლებიც წინასწარ ბინის ღირებულების 50%-ს, დარჩენილ ნაწილს კი დასრულების შემდეგ გადაიხდიან. ამასთან ერთად, 10 მომხმარებელი 0%-იანი შიდა განვადებით ისარგებლებს. „აპექს ნუცუბიძეში“ ბინის შეძენის მსურველებს დაასაჩუქრებს Travel Box-იც – რამდენიმე მომხმარებელს კომპანიისგან გადაეცემა სამოგზაურო პაკეტი, რომელსაც მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების ნაკრებიც მოჰყვება.

სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით „აპექს დეველოპმენტის“ მიზანია, მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცეს თავად აირჩიონ თავიანთ სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებული პირობები. გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობა დეკემბრის ბოლომდე შეგეძლებათ. შეთავაზებებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „აპექს დეველოპმენტს“ ნომრებზე: +995 555 03 55 55 და +995 555 04 55 55 ან ეწვით მის ვებგვერდს.

„აპექს დეველოპმენტი“ ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. ის ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის, მრავალფუნქციური და კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე. ამ დროისთვის მის პორტფოლიოში 11 დასრულებული და 2 მიმდინარე პროექტია. „აპექს ლისი“ 2023 წლის მაისში დასრულდება, „აპექს ნუცუბიძის“ პირველი ორი კორპუსის მშენებლობის დასრულება კი 33 თვეში იგეგმება.



R