APM Terminals-ი, რომელიც Maersk-ის შვილობილი კომპანიაა, რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ საპორტო ინფრასტრუქტურის უმსხვილესმა ოპერატორმა განაცხადა.
APM-ი ფლობს 30.75%-იან წილს კომპანია Global Ports Investments PLC-ში, რომელიც სანკტ-პეტერბურგში, ასევე ვლადივოსტოკში მართავს საკონტეინერო ტერმინალებს. ამ კომპანიაში APM-ის წილს კომპანია Delo Group-ი გამოისყიდის.
„მოხარულები ვართ, რომ ახლა დავასრულეთ ეს ტრანზაქცია Delo-სთან ერთად, რაც საშიალებას გვაძლებს მოწესრიგებულად გავიდეს GPI-დან და რუსეთის ბაზრიდან”- განაცხადა კიტ სვენსენმა APM Terminals-ის გენერალურმა დირექტორმა.