კომპანია Apple-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Saudi Aramco-ს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიბრუნა.
ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენს; საუდის არაბეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის საბაზრო ღირებულება კი $2.32 ტრილიონია.
ერთთვიან ჭრილში Apple-ის აქციების ღირებულება 13%-ითაა გაზრდილი; ხოლო Aramco-ს აქციების ფასის ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში Apple-ი ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა მიმდინარე წლის მაისში მან პირველობა დაკარგა, რაც ზოგადი საფონდო ბირჟების ვარდნით, მაკროეკონომიკური პროგნოზების გაუარესებითა და მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებით იყო განპირობებული, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საფონდო ბირჟაზე Saudi Aramco-ს აღმასვლას.
ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების ზრდით ყველაზე დიდ სარგებელს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ; მათი შემოსავლიანობის მკვეთრად ზრდის ფონზე, იმატებს იმ ინვესტორთა რაოდენობაც, რომელთაც ასეთი კომპანიების აქციების შეძენა სურთ, შესაბამისად, ენერგეტიკული კომპანიების საბაზრო ღირებულებაც სტაბილურად იზრდება.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს Apple-ის აქციები 13.5%-ითაა შემცირებული; ხოლო Aramco-სი თითქმის 22.8%-ითაა გაზრდილი.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიციის დასაკავებლად Apple-სა და Aramco-ს შორის პაექრობა წლების განმავლობაში გრძელდება და მათ ადგილები უკვე არაერთხელ გაცვალეს.
რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე კვირას დაფიქსირებულ ტენდენციას, Apple-ის აქციების ზრდა გამორჩეულ კვარტალურ შედეგებთანაა დაკავშირებული; Aramco-ს არასახარბიელო მაჩვენებელი კი საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლი ნავთობის მიმდინარე ფასების შემცირებას უკავშირდება.
ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ Apple-მა მეორე კვარტალში თითქმის 83 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და წარმოადგენს ისტორიულ რეკორდს.
„ამ კვარტლის რეკორდული შედეგები Apple-ის მუდმივ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც ინოვაციების გზით ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს“, - განაცხადა Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი