წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2017 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქონლით ექსპორტმა 788,1 მილიონი, ხოლო იმპორტმა კი 2 302,7 მლნ დოლარი შეადგინა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ აპრილში 3 694 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა: ხარჯებმა 771,6 მლნ ლარი, ხოლო შემოსავლებმა კი 733,2 მლნ შეადგინა.