მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არსებობს კანონი, რომელიც "გრინსერვისს" ტენდერებში მონაწილეობას შეუზღუდავს - ხმალაძე

63c7b1c9127a5
ინგა მურუსიძე
18.01.23 12:44
911
არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც "გრინსერვისს" ტენდერებში მონაწილეობას შეუზღუდავს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. საქმე ის არის, რომ "გრინსერვის +" დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ორ ტენდერში მონაწილეობს.

„ვაკის პარკში მოხდა ტრაგედია და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სასამართლოშია გადაცემული. ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არცერთი მხარის ბრალი დადგენილი და დამტკიცებული არ არის. ჩვენი კანონმდებლობა ადგენს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება, სამართლებრივი შედეგი არ დადგინდება, არ შეიძლება მასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც შეზღუდავს „გრინსერვისს“, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ ტენდერში“,- აღნიშნავს ხმალაძე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა, რომელთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები