მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება მხოლოდ ვაჭრობა იყოს პრივილეგირებული... დაბრუნებული პურიც მეწარმის თავში სახლელია"

60f2a7f1d668e
ელენე გოგბერაშვილი
17.07.21 20:27
710
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მწარმოებლებსა და რითეილერებს შორის ურთიერთობის კანონით დარეგულირებას ითხოვს. მაგალითისთვის მალხაზ დოლიძეს, სარეალიზაციო ქსელებიდან ვადაგასული პურის დაბრუნების პრაქტიკა მოჰყავს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ქსელები არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ გრძნობენ და უკან დაბრუნებული პროდუქტი ისევ მწარმოებლების „თავში სახლელია“.

„ფასების ლიბერალიზაცია რომ მოხდა, ეს ყველამ სათავისოდ გაიგო. მაგალითად ძალიან საჭირბოროტო საკითხია პურის დაბრუნება. ანუ წავიდა მაღაზიაში, არ გაიყიდა და მერე უკან აბრუნებენ... არავითარ პასუხისმგებლობას ამაზე მაღაზია არ გრძნობს. ადრე თუ მაღაზია არასწორ პროგნოზირებას აკეთებდა, ამაში გარკვეულ თანხასაც იხდიდა.

ევროპისკენ რომ ვისწრაფით, ევროპული კანონები აქაც შემოვიღოთ და ავიღოთ ავსტრიის, გერმანიის მაგალითი. იქ არ არის პურის დაბრუნების პრაქტიკა. ხდება გარკვეული პროგნოზირება, რესურს უფრთხილდებიან. აქ კი ეს ყველაფერი მეწარმეების თავში სახლელია.
ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მარტო ვაჭრობა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ასე არ შეიძლება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახდელ თანხებსაც თვეობით აგვიანებენ. თუ ეს ბიზნესია, უნდა იყოს თანაბარ პირობებში როგორც ვაჭრობა, ისე წარმოება“-აცხადებს მალხაზ დოლიძე.