მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა თუ პროფესიონალი, არამედ ზოგადად კადრები ჭირს - NOVA

6356836e5c16e
ინგა მურუსიძე
24.10.22 23:00
1536
არათუ პროფესიონალი, არამედ კადრები ჭირს ზოგადად, - ამის შესახებ NOVA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად აბულაძემ Forbesკვირას ეთერში განაცხადა.

როგორც ის ამბობს, NOVA მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, მათ შორის მოტივაციის ნაწილში, რომ თანამშრომლები შეინარჩუნოს.

„ბიზნესს ერთი მარტივი წესი აქვს, ან მიდიხარ წინ, ან მიდიხარ უკან. ნებისმიერ სფეროში, რომელი ბიზნესის წარმომადგენელსაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ არათუ ჭირს პროფესიონალი, არამედ კადრები ჭირს ზოგადად. გამოწვევას რაც შეეხება, ძალიან საღად ვუდგებით, ბაზარზე მოთხოვნა როცა იზრდება და მიწოდება ნაკლებია, ხელფასებს ვზრდით.

არის მეორე მომენტიც, გააჩინო მეტი მოტივაცია თანამშრომლებისთვის, რათა არ მოხდეს კადრების გადინება, მათ შორის ქვეყნიდან. თანამშრომლებს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ პირობები, რომელიც ქვეყნის გარეთ გადინებას გააჩერებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ახალი წლიდან მეტი შემართებითაც. გამომდინარე მაღალი ინფლაციიდან, გვაქვს დათქმა, რომ განსაკუთრებით კომპანიის ქვედა რგოლში, ყოველწლიურად იქნება სახელფასო ზრდა, ინფლაციის ტოლფასი მინიმუმ“, - განაცხადა აბულაძემ.

მისი თქმით, კომპანიამ მუშაობა 8 ადამიანით დაიწყო, ახლა უკვე 800 თანამშრომელი ჰყავს და წლის ბოლომდე 900 გახდებიან.