მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

60e45a007e220
ინგა მურუსიძე
06.07.21 17:26
611
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო ცერემონიაზე, კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, RMG-ს ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით - თანამშრომლების თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯის კრიტერიუმით მიენიჭა.

“ბევრი ჯილდო მივიღეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა დღევანდელი ჯილდო - წლის ლიდერი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები ჩვენს თანამშრომლებს ეხება. ჩვენ ბოლო წლებია, სისტემატურად ვახერხებთ სახელფასო ბადის გადახედვას და საშუალოდ 10% ვუზრდით დასაქმებულებს ანაზღაურებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვახერხებთ, ერთი მხრივ, ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, ხოლო მეორე მხრივ, ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა. „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.
(R)