მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ აფხაზეთი გვართმევს მეტ ელექტროენერგიას"

56784e544c91b
BM.GE
21.12.15 23:03
2683
“არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ აფხაზეთი გვართმევს ელექტროენერგიას" -  განცხადება დღეს "ბიზნესკონტაქტის" ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა . მისი თქმით, ენგურიდან აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიაქვს , შემდეგ კრასნოდარში ყიდის და ეს ფულის შოვნის წყარო ხდება.
 
„ამაზე არავინ საუბრობს ეს ინფორმაცია დახურულია, თუმცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ აფხაზეთი გვართმევს იმაზე უფრო მეტს, ვიდრე აქამდე, რადგან კრასნოდარს სჭირდება მეტი. თვითონ აფხაზეთს უფასოდ მიაქვს ენგურიდან ელექტროენერგია, შემდეგ ყიდიან კრასნოდარში და ფულს შოულობენ. მათთვის ეს კორუფციული შემოსავლია. კრასნოდარს დენი სჭირდება იმიტომ რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში კრასნოდარის დენი ყირიმში წავიდა. ასე რომ, ჩვენ ფაქტრიურად ჩვენი საინვეტიციო და საექსპორტი პოტენციალის კლების ხარჯზე, ახლა ვეხმარებით და ვამარაგებთ აფხაზეთში, აფხაზი სეპარატისტების ფულის შოვნის ხარჯზე, მათი გავლით ყირიმს “- აცხადებს ცისკარიშვილი.

"ბიზნესკონტაქტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.