მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

62a9ebf4447c2
გიორგი თოლორდავა
15.06.22 22:41
1247
მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა.

განაკვეთის 0.75%-იანი ზრდა აშშ-ის ისტორიაში უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია - მსგავსი გადაწყვეტილება FED-მა ბოლოს 1994 წელს მიიღო.

ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელ ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე მნიშვნელოვნად გასცდა FED-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ სამჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.

გამკაცრების შედეგად, FED-ის ძირითადი განაკვეთი 2.25 – 2.5%-ის ფარგლებში მერყეობს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე 3.5%-მდე გაიზარდოს, რაც 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები