05.აპრილი .2020 13:08

აშშ-ის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

views 297
უკან

აშშ-ის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

“დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!”, - ნათქვამია საელჩოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, მთელი ამერიკის მასშტაბით დაინფიცირებულთა რიცხვი 311,617-ს აღწევს, გარდაცვლილია 8 454 ამერიკელი. მხოლოდ გუშინ ვირუსმა 1,331 პაციენტი იმსხვერპლა.