14.ოქტომბერი .2019 21:08

აშშ-ს თურქეთის წინააღმდეგ სანქციები მზად აქვს - Bloomberg

views 467
უკან

აშშ-ი მზადაა, თურქეთს სანქციები დაუწესოს და ეს შესაძლოა, დღესვე მოხდეს. ამის მიზეზი თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთ რეგიონში დაწყებული სამხედრო ოპერაცია და ამერიკის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები გახდა. მოსალოდნელი სანქციების შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, სადამსჯელო ზომები პირველ ეტაპზე შეეხება ფიზიკურ პირებს. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დასტურის შემდეგ ამოქმედდება.

გავრცელებული ცნობით, სანქციების პირობებზე გასულ უქმეებზე სახელმწიფო, თავდაცვის და სახაზინო დეპარტამენტებმა იმუშავეს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის გაანადგურებდა თურქეთის ეკონომიკას, თუ ანკარა სირიაში "დაშვებულ ზღვარს" გადააჭარბებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა