მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა მეოთხე კვარტალში ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს

600eb4366f907
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 21:00
502
აშშ-ს ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა 2020 წლის მეოთხე კვარტალში პადემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა ანალიტიკურ კომპანიებზე Credit Suisse-ზე და Tudor Pickering Holt-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება, საწვავზე სუსტ მოთხოვნას და მათ პროდუქციაში ბიოსაწვავის წილის გაზრდით გამოწვეული ხარჯების მატებას უკავშირდება.

გამოცემა წერს, რომ თხევადი საწვავის მოხმარება 2020 წელს მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვების გამო, დღეში 9 მილიონი ბარელით შემცირდა.

Delta Airlines-ის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის ზარალმა საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გამო 102 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო საწვავის გაყიდვები 441 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული.

ამერიკული ნავთობგადამამუშავებლები, მათ შორის Marathon Petroleum-ი, Valero Energy-ი და Phillips 66-ი საწვავის შემცირებულ მოთხოვნაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მათმა საშუალო წლიურმა მოგებამ ერთ აქციაზე მეოთხე კვარტალში $1.51-ით იკლო.

გამოცემა წერს, რომ გადამამუშავებელმა ქარხნებმა დაახლოებით 2 მილიონ ბარელზე ნაკლები აწარმოეს მეოთხე კვარტალში.