მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Astrazeneca-ს შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის“ - თამარ გაბუნია

603cc8f0cb1d5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 15:17
749
ჯანდავის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას მტკიცებით, საქართველოს Astrazeneca-ს წარმოებული ვაქცინის შემოტანაში ხელს არაფერი უშლის.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ Astrazeneca-ს ვაქცინის შემოტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თანხის გადარიცხვა მაქსიმუმ მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

„Astrazeneca-ს შემოტანაში არაფერი ხელს არ გვიშლის. "ასტრაზენეკა" შემოვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ყველა - სამივე მხარე გამართულია და მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. მაქსიმუმ ამ კვირაში ვასრულებთ თანხის გადარიცხვას UNICEF-ისთვის, რომ Astrazeneca-ს პირველი დოზები მოგვაწოდოს. ეს იქნება COVAX პლატფორმის საშუალებით UNICEF-ის მექანიზმით. დოზების რაოდენობა, ჯერჯერობით, უნდა დაზუსტდეს, საერთო რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ პირველი დოზა რამდენი იქნება, უნდა დაზუსტდეს“, - განმარტა გაბუნიამ.

რაც შეეხება კითხვას - თუ რა თანხა გადაიხადა სახელმწიფომ Astrazeneca-ს ვაქცინის ჩამოტანისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფინანსური მხარე კონფიდენციალურია.