2 წლის წინ ამოქმედებული მცირე საოჯახო სამკერვალო „ატელიე სადა“ ახალმა კორონავირუსმა გამოწვევების წინაშე დააყენა და მის მფლობლებს ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა.
როგორც BM.GE-ის სამკერვალოს წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა უთხრა, ბიზნესის ახალი დღის წესრიგზე გადაწყობა 3 კვირის წინ დაიწყეს და ამ პერიოდისთვის, დაახლოებით, 2 000-მდე პირბადე შეკერეს.
„პირველად პირბადეები, დაახლოებით, 3 კვირის წინ შევკერეთ და ჩვენს მომხმარებელს საჩუქრად ვატანდით, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, სურვილს გამოხატავდნენ, რომ შეკერეთ და შევიძენთო. ამ პერიოდისთვის, დაახლოებით, 2 000-მდე პირბადე გვაქვს შეკერილი და რეალიზებული. არსებული ვითარების გამო, ვაგრძელებთ პირბადეების კერვას“, - ამბობს მერი დოჭვირი.
მისი თქმით, პირბადეების კერვა ჯანდაცვის რეკომენდაციებს გათვალისწინებით და ექიმებთან კონსულტაციების შედეგად დაიწყეს. ამასთან გასულ კვირას მცირე მეწარმეებს პირბადეების სტანდარტებთან შესაბამისობა ლუგარის ლაბორატორიაშიც დაუდასტურეს და მათ ამის სერტიფიკატიც გადაეცათ.
„ჩვენ შევისწავლეთ ჩინეთისა და ევროპის გამოცდილება, გავითვალისწინეთ რეკომენდაციები და ისე შევიმუშავეთ ჩვენი მოდელი, გავიარეთ კონსულტაცია ჩვენ მომხმარებელ-ექიმებთან. მასალა არის 100 % ბამბა, არის ორმაგი, აქვს ე.წ ჯიბე სადაც შესაძლებელია ფილტრის, ბინტის, მარლის მოთავსება, რომელიც უნდა შეიცვალოს, პირბადე უნდა გაირეცხოს და გაუთავდეს, როდესაც არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე, კვლევების თანახმად 100 % კოტონის ქსოვილი საუკეთესო ვარიანტია ხელნაკეთი პირბადის დასამზადებლად.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლუგარის ლაბორატორიამ ჩვენი პირბადეების სტანდარტებთან შესაბამისობა დაადასტურა და ნიმუშები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთჯერადად სამედიცინო ქსელში და
მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.
რეალიზება ხდება სოციალური ქსელის საშუალებით, გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. (შოურუმი საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია), ამასთან, დავამატეთ რეგიონებში გაგზავნაც“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მერი დოჭვირმა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მათ ძირითად პროდუქტზე - სამოსის კერვაზე მოთხოვნის შემცირებაზეც უსაუბრა და განმარტა, რომ სწორედ ამან აიძულათ, ახალი მიმართულებით დაეწყოთ მუშაობა.
„კორონავირუსმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე, მოთხოვნა სამოსზე ფაქტობრივად, 90%-ით შემცირდა. დიდხანს ვყოყმანობდი, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ძალიან დიდი იყო პასუხისმგებლობა; ასევე, ზუსტად ვიცოდი, რომ ნეგატიური გამოხმაურება ბევრი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ამ ეტაპზე ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, რაც შემიძლია ის გავაკეთო ქვეყნისთვის და ხალხისთვის - ვკერო პირბადეები. ჩვენ ოჯახური ბიზნესი გვაქვს და 5 ადამიანი ვართ დასაქმებული. პირბადეებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ძალიან დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, ამიტომ დღესდღეობით, სამოსის კერვაზე უარი ვთქვით და შეკვეთის შემთხვევაშიც არ ვკერავთ, ამ დროს სრულად პირბადეების კერვას ვუთმობთ“, - განაცხადა მერი დოჭვირმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის