მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუცილებელია, ტაქსის მძღოლები სპეციალური ხელთათმანით, ნიღბით აღიჭურვონ" - "სმარტ ტაქსის" კამპანია

5e6f3f11cecd7
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 13:11
1483
კომპანია "სმარტ ტაქსი" ტრანსპორტით მგზავრობის დროს მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კამპანიას - "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

„სმარტ ტაქსის“ დირექტორი სხვა კომპანიებს აღნიშნულ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"მინდა, ამ კამპანიაში ჩვენს გარდა ტაქსის სხვა კომპანიებიც ჩაერთონ და გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები კორონავირუსისგან", - აცხადებს "სმარტ ტაქსის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ოქრიაშილი.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კამპანია პრევენციული ხასიათისაა და ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება.

„მაშინ როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მაღალია, აუცილებელია ტაქსის მძღოლები სპეციალური ხელთათმანით, ნიღბით აღიჭურვონ და მოხდეს მანქანების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.
გარდა ამისა, კომპანია მგზავრებს საფასურის ელექტრონულად გადახდისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია „სმარტ ტაქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.