სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძიუდოს ეროვნული ფედერაციის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აუდიტი ფედერაციის მხრიდან ავიაბილეთების საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შესყიდვის რისკებსა და სხვა არაერთ დარღვევაზე წერს.
"ძიუდოს ფედერაციის მიერ საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებზე მოჭიდავეთა გამგზავრების მიზნით, 2018-2020 წლებში სხვადასხვა კომპანიისგან, ბაზრის კვლევისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე შესყიდულია 2,674,796 ლარის ღირებულების ავიაბილეთები. აქედან, 1,675,163 ლარის ღირებულების ბილეთები მოწოდებულია შპს „თრეველინისგან“, ხოლო 967,583 ლარის ღირებულების ბილეთები შესყიდულია ძიუდოს ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული, ა(ა)იპ − ძიუდოს განვითარების ხელშეწყობის ფონდის მიერ 2014 წელს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს ,,ჯ.ფ. თრეველისაგან“.
ბილეთების შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტებით, კერძოდ, ელექტრონული ბილეთებით დგინდება, რომ შპს „ჯ.ფ. თრეველმა“ ავიაბილეთები შეისყიდა შპს „თრეველინისგან“. შუამავალი კომპანიის მეშვეობით ბილეთების შესყიდვით არსებობს ბილეთების საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შესყიდვის რისკი.
რიგ შემთხვევებში ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ მომსახურე კომპანიებისგან შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებები არსებითად განსხვავდება სხვა ორგანიზაციების მიერ ანალოგიურ პერიოდში ამავე მიმართულებით შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებებისაგან, კერძოდ: 2019 წლის სექტემბერში ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მსოფლიო პირად გუნდურ ჩემპიონატზე შპს „ჯ.ფ. თრეველისგან“ შესყიდული, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრების მგზავრობის ღირებულებამ, თბილისი − ალმა-ატა − თბილისის მიმართულებით ერთ სპორტსმენზე შეადგინა 1,846 ლარი. იმავე პერიოდში ყაზახეთში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ თბილისი − ნურ-სულთანი − ალმა-ატა − თბილისის მიმართულებით შესყიდული ბილეთების ღირებულებამ ერთ სპორტსმენზე შეადგინა 1,300 ლარი"-წერია აუდიტის ანგარიშში.
"დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ „თბილისის გრან-პრი 2018-ის“ ტურნირის ორგანიზების მიზნით, 2018 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე 20 დღით ადრე დაფუძნებულ კომპანიასთან (შპს „მიქსი“). შესყიდვის საგანი იყო სარეკლამო მომსახურება. შესყიდული საქონლის მოცულობამ შეადგინა 24,355 ლარი. ასევე ბაზრის კვლევის გარეშე, ტურნირის მონაწილეთა კვებითი მომსახურების მიზნით, შპს „ჯ.ფ. თრეველის“ დირექტორის პოზიციაზე დასაქმებული პირისგან შესყიდულია 25,736 ლარის ღირებულების პროდუქტები.
ამასთან, 2018-2020 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი პლასტიკური საბანკო ბარათით, საქართველოში არსებული სავაჭრო ობიექტებიდან სათანადო დასაბუთების გარეშე, შესყიდულია 25,039 ლარის ღირებულების სხვადასხვა მომსახურება და მატერიალური ფასეულობა (სარესტორნო მომსახურება, საწვავი, კვების პროდუქტები, სასაჩუქრე ნაწარმი და სხვ.). შესყიდული მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და ხარჯვის შესახებ მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი"-წერია აუდიტის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება