მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუთლეტ ვილიჯი" თბილისში - პროექტის პრეზენტაცია 8 სექტემბერს იმართება

612f809244f71
თელარა გელანტია
01.09.21 18:40
5455
რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი" საქართველოში, თბილისში გაიხსნება. მისი პრეზენაცია 8 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული პროექტის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, „Forbes კვირის“ ეთერში „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ ისაუბრა.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში „თიბისი“ ბანკის მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„აუთლეტ ვილიჯის“ მისამართია თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია.

„პროექტის რეალიზაციის შედეგად აშენდება 22 000 კვ.მ. კომერციული სივრცე, სადაც 120 საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი საერთაშორისო ბრენდი განთავსდება. სავაჭრო სივრცის მენეჯმენტს მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია „TORG“-ი განახორციელებს“, - აცხადებენ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპში“.

ამასთან, როგორც კომპანიაში ამბობენ, „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი.

„ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობა უკავია. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის - ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას. ამასთანავე, „აუთლეტ ვილიჯი“ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც რითეილ სექტორის განვითარებაზე ასევე პანდემიის პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაზე, რადგან ახალი სავაჭრო სივრცე საწყობებში დაგროვილი პროდუქციის რეალიზაციის ახალ და ეფექტურ არხს წარმოადგენს.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“-ის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას. საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ისტორიის, კულინარიის თუ ღვინის გასაცნობად ჩამოსულ ვიზიტორებს შესთავაზოს მსოფლიო კლასის სავაჭრო სივრცე და შოპინგ გამოცდილება - ამით გაახანგრძლივოს მათი საქართველოში ყოფნის პერიოდი და გაზარდოს ტურიზმით მიღებული შემოსავალი“, - აცხადებენ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპში“.

საინტერესოა, რომ „აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული. „აუთლეტ ვილიჯი“-ს პროექტის ავტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიაა, ვის ხელწერასაც აგრეთვე ეკუთვნის „ბარსელონას და მადრიდის აუთლეტები“, „სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი“, და ა.შ.

„აუთლეტ ვილიჯი“-ს ტერიტორიაზე არესებული ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. უძველესი ქართული მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება, ასევე ორიგინალური კონცეფციის ღვინის ბარის გახსნაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები