2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 595 მილიონი დოლარის ღირებულების 33 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების შესყიდვის რუსეთის ალტერნატიული მომწოდებლებისგან (მათ შორის საქართველოდან დაიწყეს). თუკი ექსპორტის ზრდა ამ ტემპით შენარჩუნდება, მაშინ წელს საქართველოს ავტოექსპორტი რეკორდულ 1.6-1.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 150 მილიონი დოლარის ღირებულების 11.7 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც 135 მილიონის ღირებულების 7 ათასი ავტომობილი ექსპორტირდა, მესამე პოზიციას 127 მილიონით ყირგიზეთი იკავებს.
ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით:
1. აზერბაიჯანი - $150 მილიონი, 11,663 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $13 ათასი;
2. ყაზახეთი - $136 მილიონი, 7,719 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
3. ყირგიზეთი - $127 მილიონი, 3,283 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $39 ათასი;
4. სომხეთი - $113 მილიონი, 6,339 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი;
5. რუსეთი - $31 მილიონი, 2,150 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი;
6. ტაჯიკეთი - $10 მილიონი, 990 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10 ათასი;
7. ბელგია - $9 მილიონი, 185 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $50 ათასი;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5 მილიონი, 69 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $80 ათასი;
9. უკრაინა - $4 მილიონი, 244 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი;
10. თურქეთი - $2 მილიონი, 124 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $19 ათასი.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი 80 ათასი დოლარის საშუალო ფასის მქონე ავტომობილები UAE-ში გადის.