ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.
ბაზარში არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
"სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ