გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი "კრისტალი", USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს ონლაინ ჰაკათონს.
ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად კრისტალი გამოყოფს სასტარტო დაფინანების სპეციალურ ფონდს 50,000 ლარის მოცულობით.
ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში.
ბიზნეს-იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:59 საათი.
შერჩეული გუნდები დასახელდება 26 მარტს 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ექსპერტები. Pitching სესია გაიმართება კვირას, 29 მარტს 17:00 საათზე, რომლის შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული იდეები/გუნდები.
ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
კონკურსის ძირითადი პირობები:
● სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენს 5,000 ლარს (შესაძლებელია ეს იყოს უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება);
● იდეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:
⮚ სამედიცინო გადაწყვეტები;
⮚ საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი;
⮚ სოციალური დისტანცირებისა და თვით-იზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები;
⮚ ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები;
⮚ სხვა პროექტი, რომელიც დაეხმარება COVID-19-ის შეკავებას.
მსგავსი იდეების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს გუნდების ერთმანეთთან დაკავშირება.
ჰაკათონის მთელი პროცესი და Pitching სესია წარიმართება ონლაინ.
მონაწილეთა მინიმალური ასაკი შეადგენს 18 წელს. ბიზნეს-იდეის აღწერაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპზე COVID-19-ის პრევენციისთვის მოქმედი სავალდებულო წესების დაცვის გეგმა.
ბიზნეს-იდეების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ