მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

5fa79482b05ad
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 11:10
825
ახალმა კორონავირუსმა საქართველოში კიდევ 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 475 ადამიანამდე გაიზარდა.

რაც შეეხება 8 ნოემბრის განახლებულ სტატისტიკას, COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 901-ით გაიზარდა, შესაბამისად დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებლთა რიცხვი კი 2 799-ით გაიზარდა და 42 572 ადამინი შეადგინა.

ამ დროისთვის საქართველოში:

კარანტინის რეჟიმში 2 964 პირი იმყოფება;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 691;
კოვიდ სასტუმროში - 2 879 ადამიანი, ხოლო 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა - 41-ს შეადგენს.