მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტულ და მოგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

639986838a940
BM.GE
14.12.22 12:15
787
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3 719 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.