საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.
“ჩვენთან, პრაქტიკულად, ყველა გასართობ შოუს აფინანსებს ბეთინგკომპანიები. მე როგორ უნდა მოვასწრო ახალი სეზონისთვის, რომელიც, დაახლოებით, 1 თვეში იწყება, სპონსორის პოვნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება? ეს მხოლოდ შემოსავლის მოკლების შესაძლებლობა კი არაა, არამედ ახალი შემოსავლის მოძიების შესაძლებლობის მოსპობაც არის. 1-წლიანი გარდამავალი ზომა მაინც მიიღეთ და 1-ელ სექტემბერს შეიყვანეთ ძალაში. თქვენ ჩემი ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით, 25 მილიონია, გაიყვანთ 4.5 მილიონ ლარს, ანუ 20%-ს,” - აცხადებს “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამია.
“ძალიან ცუდია, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა გავიგეთ ეს ყველაფერი. საზმაუს აქვს იმდენი შემოსავალი, რაც არის მთლიანად აღებული სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი, რომელიც შარშან და წელს პოლიტიკურ რეკლამას თუ გამოვაკლებთ და მხოლოდ კომერციულს შევხედავთ, იყო 60 მილიონი ლარის ფარგლებში. თქვენვე წერთ, რომ სარეკლამო ბაზრიდან გავა 27 მილიონი ლარი. აქედან მინიმუმ 20 მილიონი მაინც ტელევიზიებზე მოდის; როცა ინდუსტრიიდან ეს ნაკადი გავა, ეს ინდუსტრია მინიმუმ განხილვებში უნდა მონაწილეობდეს და ეს დაჩქარებულად არ უნდა განიხილებოდეს,” - აცხადებს ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
თავად საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სარეკლამო სექტორმა მიმდინარე წელს აზარტული თამაშებიდან უკვე 29.5 მლნ ლარის შემოსავალი დააგენერირა. შესაბამისად, ეს თანხები მათ შორის ტელევიზიებსაც მოაკლდება.
აზარტული თამაშების რეგულაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი გააკრიტიკა "tv პირველის" მფლობელმა ვატო წერეთელმაც, განსაკუთრებით კი, რეკლამის აკრძალვა. "ეს არის მედიის ჩაწიხვლა, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის და ამ რეგულაციით, ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების დახურვამდე", - თქვა წერეთელმა.
“იდენტიფიცირებული ინფორმაციის საფუძველზე, სარეკლამო მომსახურების ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით 2021 წელს შეადგინა, დაახლოებით, 27 მლნ ლარი. გადასახადის წყაროსთან დაბეგრილი Facebook-ის მომსახურების თანხებმა შეადგინა 2,5 მლნ ლარი, სულ ჯამში 29,5 მლნ ლარი. აღნიშნულიდან რა თანხა იქნება ბიუჯეტის ფისკალური დანაკარგი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინიდან ის დამოკიდებულია საწარმოთა ფინანსურ მოგებაზე,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ