მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობა შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს - მინისტრის მოადგილე

62ff274add212
BM.GE
19.08.22 00:30
1432
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაციაა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აზარტული თამაშები პირთა აღნიშნულ რაოდენობას აეკრძალა.

პირველი არხის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. 

„დაახლოებით მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც არ არის ჩართული და გამოეთიშა ამ მავნე პროცესს. ეს მილიონ-ნახევარი ადამიანი არის სამუშაო ეკონომიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარება, რასაც ჰქვია თამაშდამოკიდებულების მძიმე სენი. გარდა ამისა, ამ რიცხვში შედის დაახლოებით 2 000 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სურვილით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა ამ პროცესს.

რა თქმა უნდა, მთავრობა აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯებია, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების მაქსიმალური დაცვისკენ ამ მავნე პროცესისგან. შეიძლება მოხდეს მალე, შეიძლება დაყოვნებით, მაგრამ გაუმჯობესდება კანონმდებლობა, რომ საზოგადოება იყოს დაცული და ეკონომიკა უფრო ეფექტიანად იყოს წარმართული. დამერწმუნეთ, აზარტული თამაშების შეზღუდვა და მოქალაქეების ხსნა ამ პროცესისაგან ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

ინფორმაციისთვის, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა, მას შემდეგ დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები