მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერის ვიზიტი იწყება

609242219425e
ინგა მურუსიძე
05.05.21 11:05
449
დღეს აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იწყება. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად  აზერბაიჯანში მივემგზავრები, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები", - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართება. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან.