მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის წევრთა რიგებს "სინერჯი კაპიტალი" შეუერთდა

5df7443bc8a38
BM.GE
16.12.19 12:43
819
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კიდევ ერთი ახალი წევრი შეუერთდა კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ სახით.

სინერჯი ჯგუფმა საინვესტიციო კომპანია სს "სინერჯი კაპიტალი" 2018 წლის აპრილში შექმნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადოს მომავლის ლიდერი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც აქვთ ზრდის დიდი პოტენციალი.

ამ მისიის განხორციელებისთვის სინერჯი კაპიტალი აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს გაზარდონ თავიანთი კაპიტალი ისეთ ორგანიზაციებში ინვესტირებით, რომლებსაც ღირებულების სწრაფი ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ, შეუძლიათ გახდნენ დარგის ლიდერები და იყვნენ გამორჩეული სწორად დანახული სტრატეგიით, კარგი მმართველობით, მოწინავე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით.

„მივესალმებით კიდევ ერთ ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ყველა დონეზე ვისაუბროთ ჩვენი წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზე“,  - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.