18.ოქტომბერი .2021 16:03

BAG მთავრობას სავალდებულო ვაქცინაციის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს

BAG მთავრობას სავალდებულო ვაქცინაციის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს
views 361
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.

"მიგვაჩნია, რომ საჭიროა მთელი ქვეყნის მობილიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგები, რომლის წინაშეც შესაძლოა დავდგეთ უმოკლეს დროში"-ნათქვამია ბიზნეს გაერთიანების განცხადებაში, სადაც ორგანიზაცია ქვეყნის ხელისუფლებას პირდაპ, თუ ირიბად ვაქცინაციის სავალდებულობის შემოღების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისკენ მოუწოდებს. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა, რადგან საფრთხის წინაშეა არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და მათი მომავალი... 

ასევე მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა პირდაპირი თუ ირიბი გზით სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. დღეს საჭირო და აუცილებელია ქმედითი, გაბედული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა