მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 61%-მდე შემცირდა

5f5f63af3c6ed
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.20 17:30
1081
საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის დონე შემცირდა და ის მთლიანი პორტფელის 61.37%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 3.37 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება ვადიან დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის მნიშვნელოვანი კლებით არის განპირობებული, მიმდინარე და მოთხოვნამდე დეპოზიტებში კი უცხოური ვალუტის წილი, პირიქით, გაზრდილია.

დეპოზიტების სახეობების მიხედვით, დოლარიზაციის კოეფიციენტი ასეთია:

● მიმდინარე დეპოზიტები - 56.38% დოლარიზაციის მატება წინა წელთან შედარებით 0.49%;
● მოთხოვნამდე დეპოზიტები - 66.30% დოლარიზაციის მატება წინა წელთან შედარებით 2.89%;
● ვადიანი დეპოზიტები - 62.06% დოლარიზაციის კლება წინა წელთან შედარებით 9.87%

სულ ქართულ საბანკო სისტემაში 30.5 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებია განთავსებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ფიზიკური პირების დანაზოგებშია და ის 74.6%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი დოლარიზაციის მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ მოსახლეობა დაზოგვის მიზნით ეროვნულზე მეტად უცხოურ ვალუტას ანიჭებს უპირატესობას. იურიდიული პირების დეპოზიტებში კი, უცხოური ვალუტის წილი 54.24%-ია. იურიდიული პირებისთვის დოლარიზაციის უფრო დაბალი წილი განპირობებულია იმით, რომ კომპანიები საგადასახადო და სახელფასო მიზნებისთვის ანგარიშსწორებას ლარში ახორციელებენ, რის გამოც მათი დეპოზიტების დოლარიზაცია შედარებით დაბალია.