31.ოქტომბერი .2021 19:00

BARTA-ს დაჯილდოება მომავლისკენ და ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია - ნიკოლოზ გაგუა

BARTA-ს დაჯილდოება მომავლისკენ და ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია - ნიკოლოზ გაგუა
views 504
უკან

2021 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება.

როგორც დაჯილდოების ერთ-ერთმა ავტორმა ნიკოლოზ გაგუამ „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში BARTA-ს დაჯილდოების 3 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველივე წელს კომპანიების მხრიდან გამოპასუხების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან კომპანიები, რომლებისთვისაც ფინანსური გამჭირვალობა ზედმეტი ტვირთია. ნიკოლოზ გაგუა ასეთ კომპანიებს მიმართავს და ამბობს, რომ აღრიცხვის და ანგარიშგების რეფორმა და BARTA-ს დაჯილდოება მომავლისკენ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„საქართველოში დაახლოებით 2019 წელს, პანდემიამდელ პერიოდში გამოპასუხების, ანუ კომპანიების სრული ფინანსური გამჭირვალობის მაჩვენებელი 92-93% იყო, რაც საკმაოდ ევროპული მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი პანდემიის დროს დაეცა, თუმცა 80%-ზე მაღლა ნარჩუნდებოდა. ეს კომპანიები BARTA-ს ჯილდოს პოტენციური მონაწილეები არიან და პრინციპში საკმაოდ ფართო მოცვა გვაქვს, თუმცა არიან კომპანიები, მათ შორის დიდი კომპანიები, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის ასეთი დონის გამჭირვალობა საჭირო არ არის, ზედმეტი ტვირთია და მათ ბიზნეს ინტერესებში არ შედის. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით, ამ რეფორმის დადებით მხარეებს შეხედონ და გაგვიხარდება თუ მათ მიეცემათ შანსი იყვნენ BARTA-ს მონაწილეები“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი ინფორმაციით, აღრიცხვის და ანგარიშგების რეფორმამ ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი, რაც 2016 წელს დასრულდა. ნიკოლოზ გაგუა ამ რეფორმის თანაავტორი იყო. რაც შეეხევა BARTA-ს პროექტს, რომელიც ამ რეფორმის შედეგად იმ კომპანიების დაჯილდოებას უზრუნველყოფს, რომლებიც ფინანსური გამჭირვალობისა და მეტი ინვესტირების საფუძველზე კონკურსში იღებენ მონაწილებას, ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი BARTA დაიბრენდოს, რათა კომპანიებს დაჯილდოების შემდეგ მეტად ხელშესახები შედეგები ჰქონდეთ.

„ის მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმაა, რომელიც გამჭირვალობას და ფინანსურ რესურსებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გულისხმობს, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ეკონომიკურ ეფექტურობასთან და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან.

ძალიან დიდ მადლობა ყველას, ვინც Barta-ს პროექტის ინიცირებასა და დამკვიდრებაში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ეს ტერმინი BARTA დაიბრენდოს და მნიშნელოვან ჯილდოდ ჩამოყალიბდეს. ეს ძალიან მნიშნელოვანი, რადგან კომპანიები რომლებიც უფრო მეტი გამჭირვალობისკენ და მეტი ინვესტიციების ჩადებისკენ მიდიან, მათი ანგარიშგების გაუმჯობესებისკენ, მათ ხელშესახები აღიარების მექანიზმები სჭირდებათ, რომელიც მათ უფრო ადრე მიახვედრებს, რომ ეს რეფორმა მათთვის არის განკუთვნილი.

ეს არ არის რეფორმა, რომელიც ზედმეტ ვალდებულებას აჩენს, არამედ ეს კომპანიებისთვის განხორციელებული რეფორმაა. იმ კომპანიებს, რომლებიც BARTA-ს დაჯილდოებაში მონაწილეობენ და ჯილდოვდებიან, ვთვლი, რომ მათ ამ განცდას ვუძლიერებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა