მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

6219e5dd19183
BM.GE
26.02.22 12:32
546
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე, სოფელ ბეღლეთთან ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ახორციელებს ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.