მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე $100 მილიონის ინვესტიციას "ამბასადორი" განახორციელებს

6151cc8f7e47d
BM.GE
27.09.21 17:51
5561
ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი იქნება 1 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.

პროექტს საფუძვლად დაედება ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები