მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ტურისტების რაოდენობა იზრდება

5b38a4078c54c
მარიამ ადამია
01.07.18 15:00
2436

ზაფხულის დადგომასთან ერთად ბათუმში, განსაკუთრებით იმ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კურორტს წელს ყველაზე დიდი რაოდენობით, უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, თურქი, ირანელი და არაბული ქვეყნის ტურისტები სტუმრობენ. ამ დროისთვის, ბათუმის თითქმის ყველა სასტუმრო გადატვირთულია, ნაკადი არ წყდება და ზაფხულის აქტიურ ფაზაში გადასვლის პარალელურად, მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.

მთელი წლის განმავლობაში აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიამ, განსაკუთრებით კი, საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, ბათუმი, ევროპული ქვეყნის ტურისტებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი გახდა. ამიტომაც წელს, კურორტზე შეიმჩნევა დამსვენებლები პოლონეთიდან, ლიტვიდან და ასევე ჰოლანდიიდან.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, უცხოელ ვიზიტორთა მისაღებად ბათუმის აეროპორტმა ფრენის სიხშირეები გაზარდა, მათ შორის, ისრაელის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და თურქეთის მიმართულებით.
გარდა ამისა, 536-ით არის გაზრდილი ტურისტებისთვის საწოლების რაოდენობაც, ასე, რომ საზღვაო კურორტი მზად არის უპრეცედენტო რაოდენობის დამსვენებლის მისაღებად როგორც მზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიიდან.