მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრობებზე დისტანციის დაცვა გაცილებით რთულია - ბექა ფერაძე

602a4fe790beb
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.21 21:05
798
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც ახალი რეგულაციების პირობებში ბაზრობებს ექმნებათ. მისი თქმით, ზოგიერთ ბაზრობაზე დისტანცირებისთვის ხელმძღვანელების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„ბაზარსა და ბაზრობებზე, ინფრასტრუქტურული მოწყობიდან გამომდინარე, ორგანიზების თვალსაზრისით დისტანციის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე სავაჭრო ცენტრების შემთხვევებში, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, როდესაც წინასაახალწლოდ გახსნის მოთხოვნა მხოლოდ სავაჭრო ცენტრებზე გაიცა და არა ბაზრობებზე.

მე და ბიზნესობმუდსმენს რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ბაზრების და ბაზრობების წარმომადგენლებთან, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმ გზებზე, რაც მეტი უსაფრთხოებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. მათი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რათა ოპერირებისას დისტანცია გაფართოვდეს. ასევე წინა კვირაში სკოლისთვის მოსამზადებელ პერიოდში მომხმარებელთა ჭარბი რაოდენობა დაფიქსირდა, მაგრამ დღეისთვის ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შენელდება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, ღია და დახურული ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნა. თუმცა, ისინი შაბათ-კვირას არ მუშაობენ.