მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდით იზრდება - რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

60e2b5fb26574
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.21 11:39
585
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე გაზრდის, 1.1 მილიარდი ლარით იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები და ის 19.5 მილიარდი ლარი იქნება. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. მინისტრის თქმით, წელს საგადასახადო შემოსავლები პირვალნდელ გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით გაიზრდება. 

კონკრეტული სამინისტროებისთვის და პროგრამებისთვის დაფინანსების მატება ასეთია:

• დამატებით 446 მილიონი ლარი ჯანდაცვის ხარჯებზე მიიმართება;
• ბავშვთა სოციალური დახმარების გაორმაგებაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• დევნილთა განსახლებაზე დამატებით 35 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• სოფლის მეურნეობის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 177 მილიონი ლარი;
• ეკონომიკის ხელშეწყობისთვის დამატებით გამოიყოფა55 მილიონი ლარი;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით 220 მილიონი ლარი დაიხარჯება;
• განათლების დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება;
• სპორტის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება;
• 30 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.

7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება წლევანდელი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება. 

ბიუჯეტში ცვლილებების განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.