30.მაისი .2020 15:00

ბიზნეს-ანალიტიკოსი: იპოთეკური სესხების სუბსიდიას არ მივესალმები

views 376
უკან

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს-ანალიტიკოსი გია ჩქოფოია აკრიტიკებს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის მხარდასაჭერად, იპოთეკური სესხები დაასუბსიდიროს. ამის შესახებ მან გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

„მე ჩემი ეკონომიკური იდეოლოგიით განვეკუთვნები იმ სკოლას, რომელიც სახელმწიფოს როლს ეკონომიკაში ვერ ხედავს, ამიტომ ბუნებრივია ასეთი ტიპის ასიმეტრიული სიგნალების გენერირებას სამშენებლო სექტორში [არ ვეთანხმები]. მოკლევადიან პირობებში შეიძლება ამან ეკონომიკის თვალსაზრისით მოთხოვნა წაახალისოს, თუმცა, საშუალოვადიან და გრძელვადიან პირობებში ასიმეტრიულ სიგნალებს ყოველთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს. ამიტომ ცხადია ამას ვერ მივესალმები“, – განაცხადა გია ჩქოფოიამ

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ეს კრიზისი მძიმე, მაგრამ მოკლე, ბიზნეს-ანალიტიკოსის თქმით, ამის პროგნოზი შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა