მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ასოციაციები მთავრობას მიმართავენ: დროულად შემოვიდეს ქვეყანაში ვაქცინა

604879c4cbf08
შოთა ტყეშელაშვილი
10.03.21 12:26
1002
საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციები მთავრობას ქვეყანაში
კორონავირუსის ვაქცინის დროულად შემოტანისკენ მოუწოდებენ. ბიზნეს ასოციაციები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესის წარმართვა. 

"მოკლე ვადაში განხორციელდეს covid-19-ის საწინააღმეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას," - ნათქვამია განცხადებაში.

ვაქცინაციის საკითხის გარდა ბიზნესასოციაციები მთავრობას პოლიტიკური კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ და არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა:

• ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს - პროგოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას;
• მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით;
• იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
გადასახადის გადამხდელთა კავშირი
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია