"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, სახელმწიფოს ეს ადამიანები არ დავიწყებია არც ერთ ეტაპზე" - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა რესტორატორებზე საუბრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პირველივე ეტაპიდან, ფინანსური დახმარების კუთხით, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, სახელმწიფოს ეს ადამიანები არ დავიწყებია არც ერთ ეტაპზე და პირველივე ეტაპიდან, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, ფინანსურ დახმარებას ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რა სირთულეების წინაშე არიან, გუშინაც, შეხვედრაზე, ამ საკითხებზე საუბარი იყო და კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც კი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სარესტორნო ბიზნესი მთავრობას დამატებით საგადასახადო შეღავათებს სთხოვს. ოფიციალური მიმართვა რესტორატორთა ასოციაციამ მთავრობას რამდენჯერმე გაუგზავნა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რეალური რეაგირება მათ არცერთ მიმართვას არ მოჰყოლია.
დაყადაღებული ქონება, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები, იჯარა და კომუნალური გადასახადები - ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი, სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10%-15% მიაღწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?