მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი რომან ჩხენკელი აგრო-ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს

5959f62edc47c
დავით ჯალაღონია
03.07.17 11:43
6525
პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ბიზნესმენი რომან ჩხენკელი აგრობიზნესით დაინტერესებულთათვის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს.

მისი განმარტებით, იგი სოფლის მეურნეობის სექტორში კაპიტალის დაბანდების მსურველებს იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც თავად 2009 წლიდან დღემდე მიიღო - მას შემდეგ, რაც ლაგოდეხში სხვადასხვა სახეობის ხეხილის ბაღი გააშენა, სადაც სეტყვისგან დამცავი იტალიური კონსტრუქციები და ისრაელში აპრობირებული სარწყავი სისტემები აქვს დამონტაჟებული.

"ამ კონსტრუქციების მწარმოებელ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით მისი პარტნიორები საქართველოში, რაც მოგვცემს იმის საშუალება, რომ ამ ტექნოლოგიების ინსტალაცია განვახორციელოთ სხვა ნებისმიერ დაინტერესებული მსურველისთვის - ჩვენ ვთავაზობთ ყველა პირს საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ გვყავს დატრენინგებული ჯგუფი ჩვენი კომპანიისა, რომელიც ახლა იტალიაში გაემგზავრება დამატებითი ცოდნის შესაძენად. ამასთან, ისრაელის ერთ-ერთ კომპანიასთან ვასრულებთ მოლაპარაკებას, რომელიც წვეთოვან სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება“, - განაცხადა რომან ჩხენკელმა „ანალიტიკასთან“ საუბრისას.

აგრარულ სექტორში საკონსულტაციო მომსახურების ცენტრს ჩხენკელი უახლოეს პერიოდში გახსნის.

რაც შეეხება ლაგოდეხში არსებულ ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ხურმის პლანტაციებს, მათ გასაშენებლად რომან ჩხენკელმა სახელმწიფო პროგრამებით („შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“) ისარგებლა.