ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ 25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზრტული თამაშების აკრძალვამ შესაძლოა, მოსახლეობის ეს სეგმენტი სახლმწიფოს კონტროლის არეალს ჩამოაშოროს. აღნიშნულ რეგულაციას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს.
„აღნიშნულ დრაფტში, რომელიც წარმოდგენილია, ასაკი განსაზღვრულია 25 წლით. საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, სხვა რამეზე მეტყველებს და ის იწყება, 18, ან 21 წლიდან და ბარიერის ხელოვნურმა აწევამ შეიძლება, უბრალოდ ამ ზღვარში არსებული ადამიანების ჩრდილში გადაყვანა გამოიწვიოს“, - განაცხადა ლექვინაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო განხილვებში კერძო სექტორი ჩართული იქნება.
„ასევე მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის დოკუმენტის მომზადება, რომ დავინახოთ, ამ რეგულაციებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიზნესზე, ან სოციალურ გარემოზე“, - აღნიშნა მან.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ჯგუფს კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ამიტომ უცნობია, საბოლოოდ, როდის და რა სახით გადაეგზავნება ახალი რეგულაციები პარლამენტს დასამტკიცებლად.