მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესოპერატორებს ბაკურიანში სურსათის უვნებლობის სტანდარტები გააცნეს

62f9eb3d8170c
BM.GE
15.08.22 11:00
535
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბაკურიანში, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გააქტიურებული ტურისტული სეზონის პირობებში უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად იყოს დაცული სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტეს HACCP-ის სტანდარტის დანერგვის, ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, ზოგადი ჰიგიენის წესები და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღინიშნა, რომ სააგენტო ღიაა რეგულარული თანამშრომლობისათვის, ეფექტიანი კომუნიკაცია კი ხელს უწყობს ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რაც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.