“პანდემიის გაჩენისთანავე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც ჩანს, ხალხი პანიკურად იყო განწყობილი”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველოს” მენეჯერმა თათია არაბიძემ განაცხადა.
როგორც კომპანიის მენეჯერი ყვება, “ბლაუენშტაინ საქართველოს” კრიზისი დიდად არ შეხებია. “ნორმებს ისედაც ვიცავდით, სულ რაღაც ნახევარი საათი დაგვჭირდა გადაწყობისთვის. ამიტომ, ხარჯები არ გაგვზრდია. თანამშრომლების ტრანსპორტირება, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯი იყო, თუმცა ამას გაზრდილი მოთხოვნის საშუალებით გავუმკლავდით”- ამბობს კომპანიის მენეჯერი.
თათია არაბიძის თქმით, კომპანიას დასაქმებულების რაოდენობა არ შეუმცირებია. “3 ახალი თანამშრომელი დავამატეთ. ამ ეტაპზე სულ 70 ადამიანია დასაქმებული".
არაბიძის თქმითვე, არც ნედლეულის შეძენასთან დაკავშირებით ყოფილა რაიმე შეფერხება. “ჩვენ რამდენიმე სტაბილურ მომწოდებელთან ვთანამშრომლობთ, რათა მსგავსი პრობლემები არ შეგვექმნას. Არც ახლა გვქონია წყვეტა მიწოდებაში”.
“ნელ-ნელა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას ვუბრუნდებით. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილი”,- ამბობს ჩვენთან საუბრისას კომპანიის მენეჯერი.
საზღვრების გახსნის შემდეგ “ბლაუენშტაინ საქართველო” საკუთარი საღორის გახსნას გეგმავს, რომელიც 240 ღორზეა გათვლილი და გაზრდილი სიმძლავრეების გამო კომპანია 4 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის