08.დეკემბერი .2020 16:55

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს
views 1207
უკან

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიას განცხადებით, სასტუმროების თემა ძლიერდება და თამამად შეიძლება მათ კლინიკური სასტუმროები ეწოდოთ. ეს განცხადება მან პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი“, - აღნიშნა დავით გადელიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა